ადვოკატთა თასი 2018

30 მაისი 2018

26 მაისს „ადვოკატთა თასის“ ყოველწლიური ტურნირის საფინალო თამშები გაიმართა. ტურნირმა პირველად მიიღო ასეთი მასშტაბური სახე რეგიონების ჩართულობითა და მთელი საქართველოს ადვოკატების მონაწილეობით. უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობის ფონზე ტურნირში ადვოკატთა 12 გუნდი მონაწილეობდა.

 

ტურნირის საპრიზო ადგილზე გასულმა და გამარჯვებული გუნდის წევრებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანისაგან, რომელმაც მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისათვის.

 

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ ნანობაშვილი, გამორჩეული ფეხბურთელი კი მეკარე, რომლის კარებშიც ვერცერთი გოლი ვერ გავიდა - ნიკოლო აბუთიძე. ფინალში თასისთვის მებრძოლ FC ლევან ჯანაშიას გუნდსა და FC BREAKING BAD-ს შორის დაძაბულ ბრძოლაში თამაში დასრულდა ანგარიშით 1:0, მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა FC ლეგალი.

 

ტურნირს პარტნიორობას უწევდა ესპანური სპორტული ბრენდი „ჯომა“. ტურნირის გამორჩეულ ფეხბურთელსა და ბომბარდირს განსაკუთრებული პრიზი და „ჯომას“ პროდუქციაზე სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი